საერთაშორისო სავალუტო ფონდი კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიო ეკონომიკის რეცესიას ვარაუდობს. ფონდმა 2020 წლის პროგნოზს გადახედა და გააუარესა. სავალუტო ფონდის დირექტორის, კრისტალინა გეორგიევას თქმით, ვარდნა შესაძლოა იმაზე დიდი აღმოჩნდეს, ვიდრე 2009 წლის კრიზისისას იყო.
“ჩვენ ეკონომიკის აღდგენას 2021 წლისთვის ველოდებით. სინამდვილეში შეიძლება მნიშვნელოვანი წინსვლაც მოხდეს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოვახერხებთ ვირუსის ყველგან ჩახშობას და არ დავუშვებთ ლიკვიდურობის კრიზისი გადახდისუნარიანობის კრიზისში გადაიზარდოს“ – განაცხადა მან.
ნაკლებად მდიდარი ქვეყნებისთვის პანდემიის დამარცხებაში დასახმარებლად სავალუტო ფონოდმა ზომები დააანონსა, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს უახლოესი ორი წლის მანძილზე საერთაშორისო ვალდებულებებთან დაკავშირებული ვალების გადახდები შეამცირონ.
ფონდი მოუწოდებს დონორ ქვეყნებს დროულად გაზარდონ შენატანები, რათა გაორმაგდეს კრედიტების მოცულობა მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად ჭირდება. ფონდი აღნიშნავს, რომ ფინანსური დახმარების მოთხოვნით განაცხადები მნიშვნელოვნად გაიზარდა.