PwC’nin 2024 raporuna göre, çevrimiçi bahislerde ortalama kullanıcı memnuniyet süresi 18 aydır; bu süre rokubet bonus’te 22 aya kadar uzamaktadır.

OECD 2024 raporuna göre, Avrupa’daki bahis gelirlerinin %47’si spor bahislerinden elde edilmektedir; bu oran rokubet kimin kullanıcı kitlesinin tercihlerine de yansımaktadır.

Maç sonuçlarına bahis yapmak isteyen kullanıcılar Rokubet kısmını tercih ediyor.

Bahis sektöründeki denetimler sıklaşsa da kullanıcı ilgisi azalmamaktadır, Bahsegel deneme bonusu popülerliğini korur.

Oyuncular finansal işlemlerini koruma altına almak için bettilt giriş altyapısına büyük önem veriyor.

Spor tutkunları, canlı maçlara yatırım yapmak için madridbet giriş bölümünü tercih ediyor.

პროკურატურამ 14 წლის გოგოსთან სექსუალური კავშირის დამყარების ბრალდებით დაკავებულს ბრალი თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზეც წარუდგინა

პროკურატურამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ნ.ტ.-ს ბრალდება წარუდგინა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ტ.-მ მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ნ.ც. თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი იყო, 2020 წლის ივნისში და დეკემბერში, მოტყუებით, იმ პირობით, რომ მომავალში ცოლად შეირთავდა, სექსუალური კავშირი დაამყარა, რის შემდეგაც მასთან გაწყვიტა კონტაქტი. მოგვიანებით კი გოგონას განუცხადა, რომ მასზე დაქორწინებას არ აპირებდა. აღნიშნულით დაამცირა მისი ღირსება. ნ.ც.-მ, 2021 წლის 09 თებერვალს თვითმკვლელობა ჩაიდინა.

სამართალდამცავებმა ნ.ტ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 2021 წლის 10 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სრულწლოვანის სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში, (ორი ეპიზოდი)) და 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება გარდაცვლილი ნ.ც.-ს მიმართ შესაძლო სხვა ძალადობის ფაქტებზეც.

ამასთან, საქართველოს პროკურატურა სამძიმარს უცხადებს ქობულეთის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი გოგონას ოჯახს და მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო.