რა თქმა უნდა, ჩვენ სასამართლოს დავიცავთ – თალაკვაძე საგამოძიებო კომისიაზე

“რა თქმა უნდა, ჩვენ სასამართლოს დავიცავთ” – ქართული ოცნების დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე სასამართლო სისტემაში კორუფციისა და სხვადასხვა სახის სამართალდარღვევის შესწავლის მიზნით, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს გამოეხმაურა, რომელსაც ოპოზიცია ითხოვს.

“ოპოზიცია ცდილობს, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისიების საკითხი გააერთიანოს. სინამდვილეში, ამ საკითხებს ერთმანეთთან საერთო არ აქვს. სრულიად სხვადასხვა საკითხს ეხება, სხვადასხვა დროს არის დაინიცირებული და სხვადასხვა მიზანს ემსახურება. როდესაც ოპოზიციამ სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიაზე დადგენილება დააინიცირა, ეს დადგენილება, ეს ინიციატივა პირდაპირ ემსახურება სამ ამოცანას:

  1. ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესში სასამართლოს დისკრედიტაციას და ამ გზით კანდიდატის სტატუსის დაბლოკვას.
  2. მათ სურთ, შური იძიონ იმ სასამართლოზე და იმ მოსამართლეებზე, ვინც მათი ლიდერები გაასამართლა.
  3. რა თქმა უნდა, მათ სურთ, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩაერიონ და სასამართლოზე გარკვეული გავლენა დაიბრუნონ.

სასამართლო არის სახელმწიფოს ნაწილი, ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი და რა თქმა უნდა, ჩვენ სასამართლოს დავიცავთ. დავიცავთ ინსტიტუტს, რომელიც საჯარო ინტერესებს ემსახურება […] შესაბამისად, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დავუჭირეთ და არც დავუჭერთ”. – თქვა თალაკვაძემ.