რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ექვსი ჩამოგდებული დრონის შესახებ ყირიმის ტერიტორიაზე. პრესრელიზების თანახმად, კვირას ღამით ანექსირებული ყირიმის თავზე ექვსი დრონი ჩამოაგდეს. სამინისტროს ინფორმაციით ჯერ ორი დრონის თავდასხმა მოხდა ყირიმის ნახევარკუნძულის დასავლეთ სანაპიროზე, ხოლო ნახევარი საათის შემდეგ ოთხი დრონი “ჩრდილო-დასავლეთ და აღმოსავლეთ სანაპიროებზე” აღმოაჩინეს.
ორივე შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი იყო თვითმფრინავის ტიპის დრონებზე, რომლებიც განადგურებულია.
უწყებაში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.
მანამდე მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა მოსკოვის ოლქში დრონების ჩამოგდების შესახებ განაცხადა.
სობიანინის მიერ ტელეგრამის არხით გავრცელებული ინფორმაციით, ერთი დრონი ჩამოვარდა ისტრის რაიონში, ხოლო მეორე რემენსკოესთან. მსხვერპლი არ არის.შეფერხებით მუშაობდა მოსკოვის აეროპორტები: შერემეტიევოში, დომოდედოვოსა და ვნუკოვოში ექვსი ავიარეისი გაუქმდა, ხოლო 30 გადაიდო.