ევროკომისარის თავდაცვის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, მიხაილო ფედოროვის უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლება დიდი მოულოდნელობა იყო.
„ეს დიდი მოულოდნელობა იყო. ზოგჯერ მთავრობაში ცვლილებები მართლაც აუცილებელია. კიევში, ჩვენი თანამოსაუბრეებისგან მოვისმინეთ, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი ამ თანამდებობისთვის სათანადო კადრია“, – განაცხადა ევროკომისარმა თავდაცვის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსმა.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ახალი მთავრობის შემადგენლობაში თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მიხაილო ფედოროვის კანდიდატურას არ წარადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობას ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ კლიმენკო დაიკავებს.















