ქუთაისში, ხარაჩო ჩამოიშალა და რამდენიმე მუშა მოიყოლა

ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსის ხარაჩო ჩამოიშალა და რამდენიმე მუშა მოიყოლა. მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები, საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.

ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი მომხდარზე არ გაკეთებულა.