ორშაბათი, 20 მაისი , 2024, 10:33

რუსეთში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა

რუსეთში ქალაქ იეისკში სამხედრო თვითმფრინავის SU-34-ის  ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, შემთხვევის შედეგად 19 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს.

დაღუპულთა შორის სამი ბავშვია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, სამაშველო სამუშაოების დროს 68 მოქალაქე გადაარჩინეს და ჯამში, 360 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ცნობისთვის, გუშინ რუსეთის ქალაქ ეისკში სამხედრო თვითმფრინავი საცხოვრებელ კორპუსებს შეეჯახა.შეჯახებას რამდენიმე აფეთქება მოჰყვა. სხვადასხვა Telegram არხებზე გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი საბრძოლო მასალით იყო აღჭურვილი.თვითმხილველების თქმით, მათ ცაში პარაშუტი დაინახეს, და აცხადებენ, რომ შეჯახებამდე პილოტმა, სავარაუდოდ მოახერხა თვითმფრინავიდან გადმოხტომა.