ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციასთან საარჩევნო რეფორმაზე შეთანხმება შესაძლებელია.
„თამარ ჟვანია არის ცესკო-ს თავმჯდომარე, ის ვერ გახდება პოლიტიკური თანამდებობის პირი. არაპოლიტიკური პირის თანამდებობა, ვერ გახდება პოლიტიკური შეთანხმების საგანი. რაც შეეხება საარჩევნო რეფორმას, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს საარჩევნო ადმინისტრაციას, ამაზე შეაძლებელია საუბარი და შეთანხმების მიღწევა. ჩვენ ყველა საკთხზე ვართ მზად საუბრისთვის. კონკრეტული შეთავაზებები გვაქვს წარმოდგენილი, მათაც აქვთ წარმოდგენილი და ამ კუთით ღიაა დისკუსია“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ცესკომ უკვე 5 არჩევნები ჩაატარა, თუმცა ოპოზიციას კითხვის ნიშნები მხოლოდ მეექვსეზე აქვს.
“საპარლამენტო არჩევნები უკვე მეექვსზე არჩევნებია. თუ 5 არჩევნები ჩატარდა ისე, რომ არ იყო კითხვის ნიშნები, რაღა მეექვსე არჩევნებზე მოუნდა თამარ ჟვანიას და ცესკო-ს შემადგენლობას მაქინაციები? თან ვერც ადასტურებენ ვერანაირ მანიპულაციას. ჩვენ დებატებისკენ იმიტომ ვიყავით მოწოდებული, რომ ყველაფერთან დაკავშირებით გვაქვს დეტალური ინფორმაცია. რაც ადასტურებს იმას, რომ ცესკო-ს მხრიდან მანიპულაციას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება ხარვეზებს, რომლებიც დაფიქსირდა უბნების დონეზე არითმეტიკაში და მათემატიკაში, აქ იყო ადამიანური შეცდომები“, – განაცხადა კობახიძემ.