თბილისის საქალაქო სასამართლოში ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა, ვასილ კაძელაშვილს, გიორგი გორგაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძეის და ნიკოლოზ ჯავახიშვილის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. სხდომას რეჟიმის რვავე პატიმარი ესწრება.
პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობას განიხილავენ.
დაკავებულებიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ხოლო ბრალდებულებიდან ხუთს – გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.