საქართველოში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო რაოდენობამ 10 ათასს გადააჭარბა. გარდაიცვალა კიდევ 3 პაციენტი.
გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 63–მდე გაიზარდა, ინფიცირებულების კი 10 225–მდე, მათგან გამოჯანმრთელებულია 5553 ადამიანი.
კარანტინის რეჟიმში რჩება 5574 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836 , კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1338.