ახლა ვნახე ინტერნეტში რომ შევედი, სახელმწიფომ მე და ილიას [თოფურია] გადმოგვცა მილიონი ლარი, რაზეც დიდი მადლობა და ამ თანხას გამოვიყენებ ქველმოქმედებისთვის, MMA-ს საქართველოში განვითარებისთვის.
ამ საჩუქარს სრულად გამოვიყენებ, რომ მოვახმარო ქველმოქმედებას, MMA-ს და სპორტის განვითარებას, რათა მეტი UFC-ის ქამარი, პრიზები და წარმატებები გვქონდეს ამ სპორტში, საერთოდ ჭიდაობაში და ჯიუჯიცუში.
განაცხადა ამის შესახებ, UFC-ის ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა