უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ანდრიი ერმაკმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება წარადგინა.შესაბამისი განცხადება, ქვეყნის მეთაურმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეო-მიმართვაში განაცხადა.
“ადმინისტრაციის უფროსმა ანდრიი ემარკმა გაადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. […] მადლობელი ვარ ანდრეის იმისთვის, რომ მოლაპარაკებებზე უკრაინული პოზიცია ყოველთვის იმგვარად იყო წარმოდგენილი, როგორც საჭიროა. ყოველთვის პატრიოტული პოზიცია იყო. თუმცა, მსურს, რომ ხმები და სპეკულაციები არ იყოს. რაც შეეხება ადმინისტრაციის ახალ უფროსს, ხვალ კონსულტაციები მექნება მათთან, ვისაც შეუძლია, რომ ამ ინსტიტუტს გაუძღვეს”. – თქვა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, დღეს უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (НАБУ) და პროკურატურის სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა სამსახურმა (САП) ერმაკის სახლში ჩხრეკა ჩაატარა.












