დონეცკის ოლქის პოდგორნოეს რაიონში უკრაინელმა სამხედროებმა რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს, მისი ტიპის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება, თუმცა სავარაუდოდ ეს არის «Су-34» იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი საღამოს ოპერატიულ მოხსენებაში.
უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, რუსული ჯარები აგრძელებენ შეტევას ავდეევკასა და ბახმუტის მიმართულებით და აქტიურად იყენებენ ავიაციას სახმელეთო ჯგუფების მხარდასაჭერად, ასევე გრძელდება თავდაცვითი პოზიციების აღჭურვა. რამდენიმე სოფელი დაიბომბა ტანკების, ნაღმტყორცნების, ქვემეხებისა და სარაკეტო არტილერიისგან.
დღის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა განახორციელეს 2 სარაკეტო და 10 საჰაერო დარტყმა, ასევე 3 დაბომბვა განახორციელეს სარაკეტო სისტემებიდან უკრაინის ჯარების პოზიციებზე და ფრონტის აზის გასწვრივ დასახლებებზე. ერთ-ერთი სარაკეტო დარტყმა მოხვდა ქალაქ კრამატორსკის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას (გენერალური შტაბი არ აკონკრეტებს, რომელს).
ასევე, უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, უკრაინის მასშტაბით რჩება სარაკეტო დარტყმის საფრთხე ენერგოსისტემის ობიექტებზე და სხვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.
რუსეთი განაგრძობს ბელგოროდის რეგიონის სასაზღვრო ტერიტორიების გამაგრებას, ამ მიმართულებით რამდენიმე უკრაინული დასახლება საარტილერიო დაბომბვას დაექვემდებარა.
კუპიანსკის და ლიმანსკის, ნოვოპავლოვსკის, ზაპორიჟჟიასა და ხერსონის მიმართულებებზე რუსული ჯარები თავდაცვის ხაზს ამაგრებენ და მიმდებარე ტერიტორიებს ტანკებიდან, ნაღმტყორცნებიდან, ქვემეხიებით და სარაკეტო არტილერიით ბომბავენ. ხერსონის და მისი გარეუბნების დაბომბვა არ წყდება.
რუსული ჯარების დანაკარგებმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, პარასკევს შეადგინა 14 დაღუპული და 300 დაჭრილი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ გასული დღის განმავლობაში 13 დარტყმა მიაყენა რუსეთის არმიის პერსონალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის უბნებს, დაარტყა 2 სამეთაურო პუნქტს, საბრძოლო მასალის საწყობს და პერსონალის, იარაღის და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 2 უბანს– ნათვქამია გენშტაბის ანგარიშში.