„ახლა გვესმის, რომ შორ მანძილზე მოქმედების შესაძლებლობასთან დაკავშირებით თქვენი პოლიტიკა არ შეცვლილა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ცვლილებებს Atacms-ში, Storm Shadows-სა და Scalps-ში – რაკეტების ნაკლებობას და თანამშრომლობას და ეს ეხება ჩვენს ტერიტორიასაც კი, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მათ შორის ყირიმს. ვფიქრობთ, არასწორია, რომ არსებობს ასეთი ნაბიჯები. ჩვენ უნდა გვქონდეს ეს შორ მანძილზე მოქმედების შესაძლებლობა არა მხოლოდ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არამედ რუსეთის ტერიტორიაზეც, რათა რუსეთს მიეცეს მშვიდობის ძიების მოტივაცია.[…] მადლობელი ვარ ყველა პარტნიორის იმ ფაქტისთვის, რომ ნატო-ს სამიტი ვაშინგტონში აღინიშნა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების შესახებ გადაწყვეტილებით. ახლა ღიად არ ვისაუბრებ ჩვენს მიერ მიღებული სისტემების რაოდენობაზე, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, მაგრამ საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა, რომლებიც ჯერ არ არის მიწოდებული, მნიშვნელოვანია. ეს არის ის, რაც შეთანხმებული იყო და ეს არის ის, რაც სრულად არ განხორციელებულა. მსოფლიოს აქვს საკმარისი საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომ რუსეთის ტერორს შედეგი არ მოჰყვეს. მოგიწოდებთ, იყოთ უფრო აქტიური ჩვენთან ერთად საჰაერო თავდაცვის სფეროში. ჩვენ უკვე დავიწყეთ F-16-ების გამოყენება. მადლობა ამ მხარდაჭერისთვის. ისინი ანადგურებენ რაკეტებს და დრონებს, ისინი ძალიან ეფექტურია, მაგრამ ცოტაა და თქვენ ეს იცით, ჩვენ გვჭირდება F-16-ების ბევრად უფრო ძლიერი ფლოტი“,
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიაში, უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის, ე.წ. რამშტაინის შეხვედრაზე განაცხადა.