აქტივისტ, ნათია გაბრავას წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოება ფეისბუკზე გამოქვეყნებული სტატუსის გამო დაიწყო, რომელიც პოლიციის მაღალჩინოსანს, ლაშა სალუქვაძეს ეხებოდა.
”ახლა დამირეკა თორნიკე ქოჩქიანის თანაშემწემ (??), 23 ნოემბრის ფეისბუქ პოსტთან დაკავშირებით საქმეა შემოსული, 173-ე მუხლის მეორე ნაწილზეო.სავარაუდოდ, ლაშას ეწყინა სიფილისის და მოძალადეობის ამბავი რომ გაუვრცელდა
ბოდიში ლაშა, 100 სასამართლო სხდომა ვერ დამარწმუნებს იმაში, რომ მოძალადე არ ხარ და არ იმსახურებ, რასაც ხალხი შენზე ამბობს”-წერს ნათია გაბრავა.
აქვე შეგახსნებთ, რომ ამავე მუხლით დააკავეს, აქტივისტი ია მელითაური 23 ნოემბერს პარლამენტთან. ია მელითაური იმ დროს დააკავეს, როცა პარლამენტის წინ მეგობრებთან ერთად სკამზე იჯდა.მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ია მელითაური სოციალურ ქსელში პოლიციის მაღალჩინოსანზე ლაშა სალუქვაძეზე პოსტის გამო დააკავეს. მისი პოსტების ამსახველი სქრინები შსს-მ სასამართლოში, როგორც მისი „პიროვნების ამსახველი და დამადასტურებელი“ მტკიცებულება ისე მიიტანა.















