კვირა, 22 დეკემბერი , 2024, 22:11

შესაძლოა, AstraZeneca-თი აცრის ასაკმა დაიწიოს

კორნავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე, AstraZeneca-ზე ასაკმა შესაძლოა კვლავ დაიწიოს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

“AstraZeneca-ზე ასაკის დაწევის საკითხი განიხილება. მოგეხსენებათ, რომ იმ ტრაგიკული შემთხვევის მერე, რაც მოხდა ჩვენთან სულ მინდა ვთქვა, რომ მეგი, ჩვენი კოლეგა, რომელიც, ნამდვილად არის დღემდე მისაბაძი მაგალითი, როგორი უნდა იყოს ექიმების და სამედიცინო პერსონალის მიდგომა იმუნიზაციისადმი — ამან, ჩვენც, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენ თანამოქალაქესთან ერთად ძალიან შეგვაწუხა და შესაბამისად, მიღებული იქნა ძალიან ბევრი გადაზღვევის მექანიზმები. იგივე, აცრების ადგილების შეზღუდვა და ა.შ.

ფაქტი ერთია, იმუნიზაციის გარეშე, ჩვენ ვერ დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას. ჩვენ ყველანი აუცილებლად უნდა ავიცრათ”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.