„შიმშილობას აგრძელებს 8 ადამიანი, საერთო მდგომარეობა ყველას ნორმალური აქვს, ჩვენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ვიძახებთ და ვამოწმებთ პარამეტრებს, რომ ყველაფერი სტაბილურად იყოს.

მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე ჩვენ ჩვენი ქმედებით უნდა გვეთქვა სათქმელი და არა არგუმენტებით. ქვეყანაში გაუსაძლისი მდგომარეობაა, ქვეყანა მიექანება იზოლაციისკენ და რუსული დიქტატურისკენ. ციხეები გაივსო პოლიტიკური პატიმრებით და პროტესტის გზებიც შესაბამისი უნდა ყოფილიყო. შიმშილობა კი პროტესტის ფორმაა, რომელსაც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა იყენებდა საბჭოური იმპერიის წინააღმდეგ. ამიტომ, ამ მეთოდს დღესაც აქვს თავისი ეფექტი.

მგონია, რომ ამ აქციამ რუსთაველის პროტესტი გააძლიერა. ჩვენ გაუთავებლად მოვუწოდებთ ყველას, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეს პროტესტი, მოშიმშილეთა სოლიდარობის პროტესტით, 24 საათიანი შეკრებებით და საუბრით იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა, რომ ეს პროტესტი გააძლიეროს. ამიტომ, მგონია, რომ შიმშილობის აქცია კიდევ უნდა გაგრძელდეს.

ჩვენი პროტესტით სათქმელი უნდა ვუთხრათ იმ ადამიანებს, რომლებიც ვერ ელევიან თავიანთი კომფორტის ზონას და ჰგონია, რომ ამ პირობებში შესაძლებელია რეჟიმთან ერთად თანაცხოვრება. უნდა გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან და უნდა დავასრულოთ რეჟიმთან თანაცხოვრებაზე ფიქრი! ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალურად დაუჭირონ მხარი ქართველი ხალხის ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის, დემოკრატიისათვისა და ევროპული ოჯახის წევრობისთვის“,

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, გედევან ფოფხაძე, რამდენიმე აქტივისტთან ერთად, პარლამენტის წინ შიმშილობას განაგრძობს.