ჩინეთი რუსეთის თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცეს კეტავს

ჩინეთმა მისი საჰაერო სივრცე დაკეტა რუსეთის თვითმფრინავებისთვის – Boeing  და Airbus, რომლებიც რუსეთის საზღვრებს გარეთ რეგისტრაციიდან ოფიციალურად არის მოხსნილი. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით РБК წერს. აკრძალვა ეხება პირველ რიგში სატვირთო კომპანიებს – რუსეთის სამგზავრო გადამზიდავები ამჟამად რეისებს ჩინეთში ისედაც არ ასრულებენ.

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების შემდეგ, კერძოდ ევროკავშირის მხრიდან ბევრ უცხოურ კომპანიას აღარ შეუძლია რუსი გადამზიდავებისთვის თვითმფრინავების ლიზინგით გაცემა და მათი მომსახურება, მათ შორის სატვირთო გადამზიდავებისთვის.

თეორიულად მარტის ბოლომდე ამ თვითმფრინავების დიდი ნაწილი მფლობელებს უნდა დაბრუნებოდა სხვა ქვეყნებში. თუმცა, რუსეთმა ფაქტიურად თვითმფრინავების უმეტესობა თვითონ დაიტოვა. მარტში რუსეთის ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რომლებიც თვითმფრინავების ორმაგი რეგისტრაციის უფლებას იძლევა.

თუმცა, სწორედ ასეთი ორმაგი რეგისტრაცია არ შეესაბამება სამოქალაქო ავიაციის საერთშორისო ორგანიზაციის–ICAO–ს მოთხოვნებს. ყოველ შემთხვევაში, ამას იშველიებს ჩინეთის საავიაციო ხელისუფლების ოფიციალური უწყება, რომელსაც ინტერფაქსი ციტირებს.

მედიის ინფორმაციით ყველაზე მეტად ამ შეზღუდვით რუსული  “Авиастар-ТУ” დაზარალდება, რომელიც მარკეტფლეის AliExpress–ის და რუსეთის ფოსტის ძირითადი პარტნიორია. მართალია გადამზიდავს რუსული თვითმფრინავები – Ту-204–იც ყავს, რომლებითაც ტვითის გარკვეული მოცულობა შეიძლება გადაიტანოს ჩინეთში და ჩინეთიდან, თუმცა ეს მის ტვირთბრუნვას მნიშვნელოვნად შეამცირებს.