რუსული დამოუკიდებელი გამოცემა Новая Газета დროებით მუშაობას წყვეტს

დამოუკიდებელი რუსული  გაზეთი “Novaya Gazeta” დროებით მუშაობას წყვეტს. გაზეთის რედაქტორის ინფორმაციით, მუშაობა შეჩერებულია უკრაინაში რუსეთის “სპეციალური ოპერაციის” დასრულებამდე.

“ამის შემდეგ ჩვენ ვწყვეტთ გაზეთის გამოქვეყნებას ვებ-გვერდზე, ქსელებში და ქაღალდზე – „უკრაინის ტერიტორიაზე სპეცოპერაციის“ დასრულებამდე.”- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

Новая Газета-ს განცხადებით მათ მიიღეს კიდევ ერთი გაფრთხილება რუსეთის ფედერალური აღმასრულებელი სააგენტოსგან. ახალი კანონის შესაბამისად გაზეთის ვებგვერდიდან უკვე წაიშალა მასალა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, რუსეთში, 4 მარტს რუსულ არმიაზე “ფეიკნიუსის გავრცელება” სისხლის სამართლის დანაშაული გახდა და ასევე აიკრძალა სიტყვა “ომის” გამოყენება. აღნიშნული კანონების მიღების შემდეგ, Dozhd-მა, Ekho Moskvy-მBBC-მCBC-მ და Bloomberg-მა რუსეთში მაუწყებლობა შეწყვიტა.