ადამიანს მიკროსკოპები, ტელესკოპები ეშმაკმა გამოაგონებინა – დეკანოზი ჭიკაიძე

დეკანოზი საბა ჭიკაიძე ქადაგებისას ამბობს, რომ ადამიანი “დაცემამდე” მოლეკულებს და ატომებს ხედავდა.

“თქვენ იცით, რომ ადამიანს ადამიანს დაცემამდე მიკროსკოპი არ სჭირდებოდა, რომ მოლეკულები და ატომები დაენახა. არც ტელესკოპი არ სჭირდებოდა, რომ ვარსკვლავები დაენახა. ეს ყველაფერი რომ დასჭირდა, მისი დაცემულობის შედეგია, ჩემო ძვირფასებო. თორემ ადამიანი სრულყოფილი იყო. ადამიანისთვის შეიქმნა ყველაფერი, ადამიანმა დაარქვა ყველაფერს თავისი სახელი.

ადამიანი ჭვრეტდა ყველაფერს, ადამიანისთვის შეიქმნა მთელი სამყარო და ადამიანმა, როგორც უფალმა, ზალიან კარგად იცოდა, ადამმა და ევამაც, რამდენი ფოთოლი ება თითოეულ ხეს და რამდენი ქვიშის მარცვალი იუო ზღვაში და ოკეანეში, რამდენი თმის ღერი ჰქოდა… “,– ამბობს დეკანოზი.

მისი მტკიცებით, ტელესკოპები და მიკროსკოპები ადამიანს ეშმაკმა გამოაგონებინა, რათა ადამიანთან კონტაქტი დაამყაროს.

“ადამიანი თავისი ტვინის 2%-ს იყენებს მარტო. არ გიკვირთ, რატომ არის ასე? რატომ შეიქმნა ამხელა ტვინი, თუკი მხოლოდ 2%-ს იყენებს ადამიანი? შეზღუდული აქვს ადამიანს განგებ, ღვთისგან ყველაფერი, რომ ბოროტად არ გამოიყენოს. ნახეთ, ეშმაკი რას აკეთებს? რომ შეზღუდა უფალმა, უკვე ამ მატერიით უნდა, რომ შევიდეს ისევ ადამიანთან ერთობაში და გამოაგონებინა მიკროსკოპები, ტელესკოპები, რაღაცები…

ნახეთ, რას გეუბნებით, რეალურად, დღეს ადამიანისთვის, ადამიანს რომ არ ჰქონდეს ახლა მიკროსკოპი, რომ არ გამოეგონებინათ, ის ყველაფერი რასაც ის მიკროსკოპით ხედავს, ის ყველაფერი ხომ ჩვენთვის რეალურად უხილავია? მოლეკულას, ატომს და ელექტრონს ადამიანი ოდესმე დაინახავდა თავისი ჩვეულებრივი თვალით? გაიგებდა მის არსებობას საერთოდ? ვერ გაგებდა, ასე არ არის? უხილავი იყო მისთვის. ნახე, რას აკეთებს ეშმაკი – აი, ამ ტექნოლოგიებით ცდილობს, რომ უხილავი ადამიანისთვის ხილული გახადოს. ვერასოდეს ვერ გაიგებდა ადამიანი დნმ–ს მოლეკულას და მის არსს. აი, იქ მისი, აი, იქ ძვრება, აი, იქ უნდა რომ შევიდეს და იქიდან დაამყაროს ისევ ადამიანთან კონტაქტი”,– ამბობს დეკანოზი საბა ჭიკაიძე.