“ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, მოგეხსენებათ კარგად, რომ არის ეს გაუმართავი ავტომობილები, რიგ შემთხვევაში, ვიცით ამის თაობაზე, რომ ერთგვარ ბიზნესად არის გადაქცეული, ე.წ. კატალიზატორების საკითხი და პრობლემა. ჩვენ ამის თაობაზე საკითხი შევისწავლეთ და ვთქვით, რომ აუცილებელი არის კატალიზატორების ექსპორტის შეჩერება. ამიტომ, ცალკე დადგენილებას გამოვცემთ და აიკრძალება კატალიზატორების გატანა ქვეყნიდან. იმიტომ, რომ სამწუხარო რეალობა არის ის, რომ პრაქტიკაში ჩვენ ვიცით, რომ ავტომობილებს აცლიან ამ დეტალს, კატალიზატორს, და შემდეგ ყიდიან უცხოეთში. ეს არის მთავარი გამომწვევი პრობლემის. ამიტომ, ვფიქრობთ, ძალიან მალე შედეგი გვექნება. ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდება მას შემდეგ, რაც ამ სტანდარტს შემოვიღებთ,”

აცხადებს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. მისი თქმით, მთავრობა გამოსცემს ცალკე დადგენილებას, რომლითაც საქართველოდან კატალიზატორების გატანა აიკრძალება.