ამდენ ხანს თავად რატომ არ წამოვიდა ამ სამინისტროდან? – მეტრეველი ჯაფარიძის ცოლზე

“ამდენ ხანს თავად რატომ არ წამოვიდა ამ სამინისტროდან?” – ასე ეხმაურება, ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი, საგარეო საქმეთა სამინისტროდან “გირჩი მეთი თავისუფლების” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ცოლის ნატა ქორიძის გათავისუფლებას.

”თუ პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს ზურაბ ჯაფარიძის მეუღლე,. ეს უკანონობაა პირდაპირ და ამაზე ორი აზრი არაა, მაგრამ მოდით, სხვა მხრიდანაც შევხედოთ ამ ამბავს:

მე ასევე ლეგიტიმური მგონია კითხვა: ამდენ ხანს თავად რატომ არ წამოვიდა ამ სამინისტროდან? როცა იმ ადამიანის ოჯახის წევრი ხარ, ვინც იძახის,. რომ ამჟამინდელი ხელისუფლება ქვეყანას ღალატობს,. არის რუსული ხელისუფლება და საქართველო რუსეთისკენ მიყავს, რად გინდა ასეთი ხელისუფლების ნაწილად ყოფნა?

გასაგებია, რომ პოლიტიკური თანამდებობა არ ეკავა,. მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტრო ის უწყებაა,. რომელიც უშუალოდ აგებს პასუხს ქვეყნის კურსზე.

თუ ივანიშვილს რუსეთისკენ მიყავს ქვეყანა და დარჩიაშვილი ჯიუტად დასავლეთისკენ გვექაჩება?
ნუ ისიც შეიძლება, რომ არ ეთანხმება მეუღლეს, ქვეყანა რუსეთისკენ მიდისო, რომ იძახის… ესეც ვარიანტია.

P. S. ესე იგი კომენტარებში მიხსნიან, საჯარო სამსახურში მუშაობდა და ყველა, ვინც საჯარო სამსახურში მუშაობდეს. არაა ვალდებული ხელისუფლებას ეთანხმებოდეს დ ამის აზრს იზიარებდესო.

და ეს ჩემს პოსტთან. რა შუაშია?

მე აქ საჯარო სამსახურში მუშაობაზე კი არ ვწერ? ქვეყნის ღალატში მონაწილეობაზე ვწერ.
ანუ თუ საჯარო სამსახურში მუშაობ, ქვეყნის ღალატში მონაწილეობა მოსულა?”. – წერს მერაბ მეტრეველი.

ცნობისთვის, დღეს ცნობილი გახდა, რომ ზურაბ ჯაფარიძის ცოლი, ნატა ქორიძე 17-წლიანი მუშაობის შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლეს. როგორც ქორიძე წერს, მას უთხრეს, რომ რეორგანიზაციის შედეგად მისი თანამდებობა უქმდება. ნატა ქორიძე სამინისტროში უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა.