ამნისტიის კანონპროექტების განხილვის პროცესი რამდენიმე დღით გადაიდო

20 ივნისის მოვლენებზე პარლამენტში წარდგენილი ამნისტიის პროექტების ბიუროზე ინიცირება და საკომიტეტო განხილვის პროცესი გადადიდო, მიზეზი ქვეყანაში გამოცხადებული უქმე დღეეებია.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოდგილემ გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, ამნისტიის პროექტები პირველივე ბიუროზე გავა, რომელიც უქმე დღეების დასრულებისთანავე გაიმართება.

4-11 მაისი საქართველოში გამოცხადებულია უქმე დღეებად, რაც მობილობის შემცირებას ისახავს მიზნად.