არაადამიანობაა, როგორ შეიძლება ყრუ-მუნჯი ბავშვის ცემა? – მოზარდის მამა

ისნის მეტროსადგურში გუშინ ნაცემი მოზარდის მამა TV პირველთან პირველ კომენტარს აკეთებს.  მისი თქმით, არაადამიანობაა პოლიციელების მიერ ყრუ-მუნჯი ბავშვის ცემა.

“დამიჭირეს, ხელები გადამიტრიალეს, შემიყვანეს და მცემესო. ორნი იყვნენ, შემიყვანეს კაბინეტში და მცემეს არაფრის გამოო. რომ მცემეს, შემდეგ გამიშვესო. ასეთი რამ როგორ შეიძლება? ეს არაადამიანობაა, როგორ შეიძლება ბავშვის, ყრუ-მუნჯის ცემა? ჩემი ამხანაგები იყვნენ და 6 ვიყავითო. ამას მარტო შეეძლო ეყვირა თავის ენაზე, შეიძლება, შეეშინდა რომ სცემეს, ქვა უნდა მესროლაო და მეტროს კარი მაგიტოა გატეხილი”,– თქვა დაზარალებულის მამამ.

არასრულწლოვნის მეგობრის ცნობით, პოლიციელის აგრესია მოზარდის მიერ ესკალატორის მოაჯირზე ჩამოჯდომამ გამოიწვია.

ცნობისთვის, გუშინ პოლიციელმა ისნის მეტროსადგურში არასრულწლოვან შშმ პირზე ფიზიკურად იძალადა. დღეს ამ საქმეზე 2 პოლიციელი დააკავეს – ერთი დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებებით, მეორე კი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.