ორშაბათი, 6 მაისი , 2024, 14:54

არანაირად არ არის პოლიტიკური საქმე! – რატი ბრეგაძე ნიკა გვარამიაზე

”რაც შეეხება სიტყვა კლანს, ანუ ამ სიტყვაში კატეგორიულად არ გეთანხმებით. საქართველოში არსებობს სასამართლო ხელისუფლება. კლანი არის გარკვეული სუბკულტურის მიმანიშნებელი, კრიმინალური სუბკულტურის და მე ვთვლი, რომ ამ ქვეყნის მოქალაქემ არ უნდა ვისაუბროთ კლანზე… როგორ უნდა იყოს… კარგით რა… სერიოზული კითხვა თუ გაქვთ რამე… [ნიკა გვარამიას საქმე] არანაირად არ არის პოლიტიკური საქმე. [ჟურნალისტი: “აბა რატომ მოუწოდებენ პრეზიდენტს მისი შეწყალებისკენ?”] ბევრმა შეიძლება მოუწოდოს პოლიტიკოსმა. პოლიტიკოსი იმიტომ არის პოლიტიკოსი, რომ გააკეთოს პოლიტიკური განცხადება, ხოლო სამართლებრივ გადაწყვეტილებას იღებს, საბოლოო ჯამში, სასამართლო”.

ასე ეხმაურება იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეს.