არჩევნებამდე სუბარი აფრიკის მცხოვრებლებს სახლების დაკანონებას ჰპირდებოდა

სამგორში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი სოზარ სუბარი არჩევნებამდე აფრიკის დასახლების მოსახლეობას სახლების დაკანონებას ჰპირდებოდა.

” არის სერიოზული პრობლემა რაც შეეხება დაკანონებას იმ მშენებლობების, რაც აქ წლების განმავლობაში ხდებოდა. ზოგიერთ შემთხვევაში ეს არის სახლები თუ ნაკვეთები, რომლებიც აქ მცხოვრები ადამიანების მშობლებს ეკუთვნოდათ, 60-იანი 70-იანი წლებიდან და რომლებიც ჯერ კიდევ არ არის დაკანონებული. ბუნებრივია, ასეთი საკითხები სასწრაფო გადაწყვეტას მოითხოვს. მე უბრალოდ ვპირდები ამ ადამიანებს, რომ ვიცხოვრებ მათთან ერთად, სანამ თითოეული ეს პრობლემა არ გადაწყდება”. – ამბობდა სუბარი 2020 წლის 8 სექტემბერს.

დღეს აფრიკის დასახლების მცხოვრებლებს 20 სახლი დაუნგრიეს, დაკავებულია 10–მდე ადამიანი, ვინც პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია.

ოპოზიცია ამ ფაქტს არაადამიანურს უწოდებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტონ შენობების დემონტაჟი.