სააპელაციომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს სასჯელი შეუმცირდა – თოშხუა უკვე თავისუფალია, შერვაშიძე ციხეს რამდენიმე საათში დატოვებს 

სააპელაციო სასამართლომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს სასჯელი შეუმცირდა – თოშხუა უკვე თავისუფალია, შერვაშიძე კი ციხიდან რამდენიმე საათში გათავისუფლდება.

რუსთაველზე მიმდინარე პროევროპული აქციების მონაწილეებს პროკურატურა ყოფილ ფეხბურთელსა და “ქართული ოცნების” მხარდამჭერზე ბექა გოცირიძეზე ჯგუფურ ძალადობას ედავებოდა.

37 წლის თორნიკე თოშხუა და 33 წლის მინდია შერვაშიძე, რუსთაველის გამზირზე 2025 წლის 1 აგვისტოს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით 16 აგვისტოს დააკავეს. მათ ბრალი წარუდგინეს ძალადობაში, რომელმაც ადამიანს ფიზიკური ან/და ფსიქიკური ტანჯვა მიაყენა, მაგრამ ჯანმრთელობის დაზიანება არ მოჰყოლია.