პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას განცხადებით, ხელისუფლებამ არჩევნები მაღალი ხარისხით უნდა ჩაატაროს, თუმცა პირველ რიგში მნიშვნელოვანი მოქალაქეების ჯანმრთელობაა.
რამდენიმე თვეა, გვიწევს ყოველთვიური მუშაობა იმის გათვალისწინებით, რომ გლობალური პანდემია, ისევე როგორც ღრმა ეკონომიკური კრიზისი ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს შემთხვევაში ჩვენთან პარალელურად მიმდინარეობს არჩევნები, საარჩევნო პროცესი, რომელიც ასევე უმაღლესი ხარისხით უნდა ჩავატაროთ და ესეც არის მთავრობისა და ხელისუფლების პასუხისმგებლობა.
თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, სამუშაო ადგილების შენარჩუნება და, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების სოციალური დახმარება, განსაკუთრებით ბავშვების”,- აცხადებს გახარია მთავრობის სხდომაზე.