არ მინდა მოვკვდე მილიარდებით – რუსი მილიარდერი ოლეგ ტინკოვი ქვეყანას ტოვებს

რუსი ბიზნესმენი, მილიარდერი  ოლეგ ტინკოვი აცხადებს, რომ რუსეთში საკუთარ ყველა  ბიზნესს წყვეტს და ამ ომში  უკრაინის გამარჯვებაში დარწმუნებულია. ამის შესახებ, ბიზნესმენი  Instagram-ზე წერს. საკუთარი აზრის ღიად დაფიქსირების გამო, ოლეგ ტინკოვს, რომელიც ლეიკემიას ებრძვის, ხშირად ემუქრებოდნენ.

“რუსეთში აღარაფერი დამრჩა, მე იმ მცირერიცხოვანთაგან ვიყავი, ვინც მოახერხა და რეჟიმის მიუხედავად ნულიდან 4 სხვადასხვა ბიზნესის აშენება შეძლო. ვწუხვარ, რომ ჩემი ქვეყანა საბოლოოდ გადაიჩეხა არქაიზმში, პეტერნიზმსა და “დაკიდებაში”. არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს ვიცოცხლებ, მაგრამ ნამდვილად არ მინდა, მოვკვდე მილიარდებით, და  ვიყო „არამზადა, მშიშარა და ჩმორი“, როგორც რუსეთის ოლიგარქების 90%. მშიშრებო, ერთი სიცოცხლე გაქვთ და ადამიანივით უნდა იცხოვროთ. ქვეყნიდან მიმაქვს ბრენდები Tinkoff და La Datcha. ისინი ჩემს ოჯახს ეკუთვნის და არ მინდა, ისინი „გავსვარო“ რუსი ჯარისკაცების და უკრაინელების სისხლით! უკრაინა გაიმარჯვებს, იმიტომ, რომ სიკეთე ყოველთვის ამარცხებს ბოროტებას – ასე გვასწავლიდნენ სკოლაში!” – წერს ტინკოვი.

“საიდან იქნება არმია კარგი, როცა ყველაფერი დანარჩენი ნეხვშია“–რუსი მილიარდერი ომის წინააღმდეგ