აფხაზეთის მთავრობა ხაინდარავას ფილმს 200 ათასი ლარით დააფინანსებს

აფხაზეთის მთავრობამ გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ შეცვალა და რეჟისორ გოგა ხაინდრავას კომპანიას “ღვინო და კინო” 200 300 ლარს გადაუხდის ფილმის “სიმართლე აფხაზეთზე” გადაღებისთვის. აფხაზეთის ე.წ. განათლების მინისტრის ხელმოწერილი დოკუმენტი “რადიო თავისუფლებამ” მოიპოვა.

დოკუმენტით ირკვევა, რომ თანხის ერთი ნაწილის – 100 ათასი ლარის – გამოყოფა 2020 წლის ბიუჯეტიდანაა დაგეგმილი, დანარჩენი 100 300 ლარი კი 2021 წლის ბიუჯეტიდან უნდა დაიფაროს.

ნიჟარაძე რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამბობს, რომ “მუჰაჯირობა” არის თემა, რომლითაც რუსეთი სარგებლობს. საკითხი არ იციან არც ახალგაზრდებმა და არც ძველი თაობის წარმომადგენლებმა. მისი აზრით, ამ საკითხზე წიგნიც უნდა დაიწეროს.

 

“გვინდა, რომ იცოდნენ აფხაზებმა, ვინ მოუწყო მათ მუჰაჯირობა, არა ჩვენ, ქართველებმა, როგორც გვაბრალებენ. უნდა მობრუნდეს ეს ახალგაზრდობა ჩვენკენ… ერთ-ერთ სუფრაზე ვითომ განათლებულმა აფხაზმა მითხრა, ბერიამ მუჰაჯირობა მოგვიწყოო – ეს რომ გაირკვეს, მთელმა ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს.

დევნილებმაც იციან, რომ ეს გასაკეთებელია… მოვითმინოთ, ქამარი მოვიჭიროთ და ეს უნდა გაკეთდეს. ეს არის პატრიოტული საკითხი”, – ამბობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მინისტრი.

თავდაპირველად, გოგა ხაინდარავასთვის ფილმის დაფინანსების საკითხი აგვისტოში წამოიჭრა. 13 აგვისტოს იმავე, როლანდ ნიჟარაძემ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც ფილმი 100 ათასი ლარით ფინანსდებოდა.

მოგვიანებით, ამ საკითხზე საზოგადოებრივი გამოხმაურების შემდეგ, აფხაზეთის მთავრობამ პროექტის დაფინანსება გადაიფიქრა. ხაინდრავამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილების შეცვლა “ნაცების ბულინგს” უკავშირდებოდა.