აქცია აჭარის მთავრობასთან – ბათუმში საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 20-მდე პირი დააკავა

ბათუმში  მთავრობის სახლის წინ ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული  რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ოჯახის წევრების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ამდროისთვის დაკავებულია 20-მდე მოქალაქე.

როგორც, ცნობილია საპროტესტო აქციის მონაწილეებმა  ცენტრალური გამზირი  გადაკეტეს რა დროსაც ადგილზე საპატრულო პოლიცია  მივიდა.

საპროტესტო აქციის სამი მონაწილე მთავრობის წარმომდგენელს შეხვდა, მაგრამ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. აქციის მონაწილეებმა  აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მიმართეს და მათ მოთხოვნებზე პასუხის მისაღებად ერთ საათიანი ვადა მისცეს. ამის შემდეგ კი ადგილზე ვითარება დაიძაბა

ოჯახის წევრებმა დღეს პირველად გააჟღერეს ორი სპორტსმენის დაკავების მოტივი. რეზო წულუკიძის ძმის მტკიცებით, ეს დაჭრა პოლიტიკური მოტივით განხორციელდა, რადგან ხელისუფლება მათ წინასაარჩევნოდ დახმარება სთხოვდა, რაზეც უარი მიიღეს. ასევე ფირუზ ბოლქვაძის განმარტებით, ამ საქმეში ფიგურირებს სუს-ის მფარველობის ქვეშ მყოფი ადგილობრივი ბიზნესმენი. აქციის მონაწილეების თქმით, დაკავებულების გათავისუფლება ამიტომ არ ხდება.