აღდგომას საფლავზე გასვლა ხალხური ტრადიციაა, თუ არ გავალთ, არაფერი დაირღვევა – ჯაღმაიძე

საპატრიარქოს პრესსპიკერის, ანდრია ჯაღმაიძის თქმით, აღდგომას სასაფლაოზე გასვლა არაა  ხალხური ტრადიციაა და არ არის საეკლესიო კანონიკით გათვალისწინებული, ამიტომ თუ არ გავალთ, არაფერი დაირღვევა.

“აღდგომა დღეს სასაფლაოზე გასვლა არ წარმოადგენს საეკლესიო კანონიკით გათვალისწინებულ ქმედებას, ეს უფრო ხალხური ტრადიციის დონეზე შემორჩა. არაფერი არ ირღვევა თუ აღდგომას და მომდევნო დღეებში, შეზღუდვების გათვალისწინებით, არ გავალთ საფლავზე. მადლობა ღმერთს, რომ აღდგომას არ გვაქვს სრული კარანტინი და უფრო რთული ვითარება. ვფქირობ, მორწმუნე ადამიანებისთვის ეს უნდა იყოს ძალიან დიდი შეღავათი და სამადლობელი”, — განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

მთავრობის განცხადებით, საქართველოს ქალაქებში სასაფლაოზე გასვლაზე შეზღუდვები წესდება.  პრემიერის პრესსპიკერს, ირაკლი ჩიქოვანს არ დაუკონკრეტებია, რა შეზღუდვებზეა საუბარი.

მან პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ მთავრობა საპატრიარქოსთან შეთანხმდა, რომ დიდ ტაძრებში სოციალურ დისტანციას უზრუნველყოფენ, ხოლო მცირე ზომის ეკლესიებში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან.