აშშ-ს მიერ საელჩოდან თანამშრომლების გაყვანა ნაადრევი ნაბიჯია – უკრაინა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ოლეგ ნიკოლენკო ეხმიანება სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას უკრაინიდან საელჩოს თანამშომლების გაყვანის შესახებ და მას ნაადრევს უწოდებს.

“მივიღეთ სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების ცნობა უკრაინიდან აშშ–ის საელჩოს თანამშრომლების გაყვანასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პატივს ვცემთ უცხო ერების უფლებას, უზრუნველყონ მათი დიპლომატიური მისიების უსაფრთხოება და დაცულობა, გვჯერა, რომ მსგავსი ნაბიჯი ნაადრევი და გადაჭარბებული სიფრთხილის მაგალითია”,- წერს ოლეგ ნიკოლენკო ტვიტერზე.

ცნობისთვის, დღეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინაში აშშ-ს საელჩოს თანამშრომლებს უკრაინის ნებაყოფლობით დატოვების უფლება მისცა, ხოლო თანამშრომლების ოჯახის წევრებს უბრძანა, დატოვონ ქვეყანა.

საელჩოს ცნობით, გადაწყვეტილებების მიზეზი რუსეთის სამხედრო აგრესიის განგრძობადი საფრთხეა

არსებული ინფორმაციით, დიპლომატების გაყვანას იწყებს დიდი ბრიტანეთი. რაც შეეხება ევროკავშირს, ბორელის განცხადებით, იმავეს გაკეთებას არ აპირებენ.