აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი COVID-19-ით გარდაიცვალა

ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, კოლინ პაუელი 84 წლის ასაკში კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა.

“ჩვენ დავკარგეთ შესანიშნავი და მოსიყვარულე ქმარი, მამა, ბაბუა და დიდი ამერიკელი”- განაცხადა მისმა ოჯახმა.

კოლინ პაუელი აშშ-ის პირველი ფერადკანიანი სახელმწიფო მდივანი იყო. ის პოსტს 2001-2005 წლებში იკავებდა.