ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, განსაკუთრებული მდგომარეობის გარდა, კორონავირუსის ვაქცინის გაკეთებამდე გამოკვლევის ჩატარება საჭირო არ არის.
“აცრის წინ, არანაირი გამოკვლევის ჩატარება არცერთი პროტოკოლით რეკომენდებული არ არის. თუმცა, თუ არის რაიმე განსაკუთრებული მდგომარეობა, ჩვენ პაციენტს ვურჩევთ, რომ მან გაიაროს კონსულტაცია თავის მკურნალ ექიმთან.
თუ არის მიმდინარე სერიოზული დაავადება, ან მედიკამენტური მკურნალობა — გაიაროს კონსულტაცია. რუტინულად, ან D-დიმერის ან რომელიმე სხვა გამოკვლევის ჩატარება ვაქცინაციის წინ, არ არის საჭირო”, — განაცხადა თამარ გაბუნიამ.