სისხლში შაქრის მომატებული დონე თანამედროვეობის ერთ–ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული პრობლემაა. დიაბეტის განვითარების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ყოველდღიურად ისეთი მცენარეული პროდუქტები მოვიხმაროთ, რომლებიც სისხლში შაქრის დონეს შეამცირებს.
ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური პროდუქტი კიტრია. საქმე იმაშია, რომ ეს ბოსტნეული პეკტინს შეიცავს, რომელსაც აქვს უნარი ორგანიზმიდან ტოქსინები და ჭარბი გლუკოზა გამოდევნოს. გარდა ამისა, მისი საკვები ბოჭკო ინსულინის გამოყოფას და ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას უწყობს ხელს.
სპეციალისტები გვირჩევენ კიტრთან ერთად ბოლოკი და კამაც მივიღოთ, რადგან ორივე ე.წ. დიურეტიკია, რომლებიც ორგანიზმიდან ზედმეტი წყლის და გლუკოზის გამოდევნაში გვეხმარება.