გადადგეს ნათია თურნავა – “რიონის ხეობის მცველები”

“რიონის ხეობის მცველები” ნათია თურნავას გადადგომას ითხოვენ. მათ მოთხოვნეს ეს მას შედმეგ დაემატა, რაც ეკონომიკის მინისტრმა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებთან გამართული შეხვედრა უკომენტაროდ დატოვა.

“ჩვენს მოთხოვნებს დაემატა ის, რომ უკვე ვითხოვთ გადადგეს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა ათასობით ადამიანს. ჩვენ ვიყავით შეხვედრაზე, რომელიც ჩანიშნული იყო, დღის წესრიგი გაწერილი იყო და თავად დაარღვიეს ეს დღის წესრიგი, როდესაც გაიპარნენ ამ შეხვედრიდან. ამ შეხვედრაზე უნდა გაცემულიყო ყველა შეკითხვაზე პასუხი, ეს იყო ჩვენი მიზანი და ამიტომ მივედით ამ შეხვედრაზე. მათი მხრიდან მოხდა შეხვედრის ჩაშლა. შესაბამისად, ამ ქმედებით უამრავ ადამიანს მოგვაყენა შეურაცხყოფა და ვითხოვთ, რომ გადადგეს”,– ამბობს ვარლამ გოლეთიანი.

14 მარტს, 13.00 საათზე ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე დადგემილია დიდი საპროტესტო აქცია მოთხოვნით: დაუყოვნებლივ შეწყდეს „ნამოხვანის დიდი ჰესების კასკადის“ სამშენებლო სამუშაოები.