გადმოგვიგზავნეთ სიები ვისაც გინდათ იყოთ რობოკოპებში – შეტყობინება, რომელიც სამმართველოს უფროსებს დაეგზავნათ

“გადმოგვიგზავნეთ სიები ვისაც გინდათ იყოთ რობოკოპებში” ეს  შეტყობინება, სამმართველოს უფროსებს დაეგზავნათ – აღნიშნულ ინფორმაციას “მთავარი არხი” ექსკლუზიურად ავრცელებს. აღნიშნული შეტყობინება სამმართველოს ხელმძღვანელებმა დღეს მიიღეს, რომლის მიხედვითაც მათ იმ ადამიანების სიები უნდა მოამზადონ, ვისაც რობოკოპებში დამატება სურთ.

უცნობია რას უკავშირდება უწყბაში მსგავსი მობილიზება.

“სასწრაფოა 15:00 საათამდე სამმართველოს ხელმძღვანელებმა გადმოგვიგზავნოთ სიები ვისაც სურვილი აქვს იყოს რობოკოპებში (დანამატი იქნება) მოიკითხეთ კარგი, ღონიერი და სანდო ბიჭები. ასევე პირველ რიგში მოიკითხეთ ვისაც გავლილი აქვს რობოკოპები. (სრული მონაცემები გადმოაგზავნეთ სახელი-გვარი, თანამდებობა, წოდება ტელეფონი)”  – წერია შეტყობინებაში.