გავრცელებული ინფორმაციით, “ქართული ოცნების” ყოფილმა იდეოლოგმა, ლაშა ნაცვლიშვილმა საქართველო დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას, CNews-ი სახელისუფლებო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ნაცვლიშვილი შვეიცარიაში გაემგზავრა და უცნობია, დაბრუნდება თუ არა საქართველოში.
სავარუდოდ, ლაშა ნაცვლიშვილი ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეში მთავარი ეჭვმიტანილია, რის გამოც მას გარკვეული დროით პასპორტიც ჩამოართვეს. გარდა ამისა, ცნობილია, რომ მას შემდეგ, რაც ნაცვლიშვილს ქვეყნიდან გასვლა აუკრძალეს, იგი მოქმედ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს კომპრომატების გამოქვეყნებით და „ხელისუფლების აფეთქებით“ დაემუქრა.