გამარჯვების შემთხვევაში რუსეთი არ დამშვიდდება და მესამე მსოფლიო ომს დაიწყებს, რადგან ჩვენ ისინი დავამცირეთ – პოდოლიაკი

“გამარჯვების შემთხვევაში რუსეთი არ დამშვიდდება და მესამე მსოფლიო ომს დაიწყებს, რადგან ჩვენ ისინი დავამცირეთ” – ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. 

“ამ შემთხვევაში მესამე მსოფლიო ომი ნამდვილად იქნება, რადგან რუსეთს გაცილებით მეტად შევზიზღდებით, იმიტომ, რომ ჩვენ ისინი დავამცირეთ. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ რუსეთი არ არის მეორე არმიის მქონე მსოფლიოში და ისინი მოისურვებენ ჩვენთვის სამაგიეროს გადახდას.

მათ უნდათ, ჩვენი ტერიტორიის ნაწილი მაინც წაიღონ და ამიტომ იქ მიდის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები. დღეს შეუძლებელია იმის თქმა, რომ შესაძლებელია რაიმე სახის შეთანხმება, იურიდიულად, რომელიც დააფიქსირებს ომის შედეგებს. ამის პარალელურად, მიმდინარეობს დიპლომატიური მუშაობა პოლიტიკური მრჩევლების დონეზე, თუ როგორი იქნება გარანტიები ომის შემდეგ”, – ამბობს მიხაილო პოდოლიაკი.