გამოდიოდა პალატიდან და იფურთხებოდა… – რას ყვება ექთანი პაციენტზე, რომლისგანაც კორონავირუსი გადედო

“გამოდიოდა პალატიდან და იფურთხებოდა…”- ამის შესახებ ბათუმში კორონავირუსითდაინფიცირებული ექთანი ყვება იმ პაციენტზე რომლისგანაც მას ვირუსი გადაედო. ამის შესახებ მან აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ისაუბრა.

„შესული ვიყავი პაციენტთან, სავარაუდოდ ფსიქიკურად დაავადებული იყო. არ ემორჩილებოდა ჩვენს მითითებებს, გამოდიოდა პალატიდან, ვერ ვაკავებდით ბოქსირებულ პალატაში. სულ გამოდიოდა გვეჩხუბებოდა და იფურთხებოდა. სავარაუდოდ აქედან მოხდა ინფიცირება, თუმცა სათანადოდ ვიყავი დაცული – მეკეთა სამედიცინო ნიღაბი, ქუდი და სათვალე.ამის შემდეგ უმეტესად თანამშრომლებთან მქონდა შეხება. კონტაქტები დადგენილია და ყველა თვითიზოლაციაში იმყოფება.

ახლა თავს კარგად ვგრძნობ, იოლ ფორმაში მაქვს ვირუსი. არაფერი არ მაწუხებდა, უბრალოდ მომინდა ტემპერატურის გაზომვა. როცა გავიზომე 37 მქონდა სიცხე და ექიმთან მივედი.ის პაციენტი განაგრძობს, ოღონდ სხვა კლინიკაშია გადაყვანილი. ამერიკიდან ჩამოსული ქართველია, მაგრამ როგორც ამბობდა ამერიკაში ცხოვრობდა“, – აცხადებს კორონავირუსით ინფიცირებული ექთანი.