“პირადად მე მოვიარე ათეულობით მუნიციპალიტეტი, ვხვდები მუდმივად, ყოველდღიურ რეჟიმში მოსახლეობას და მთავარი პრობლემა რაც აწუხებს ხალხს და რაზეც არ უსაუბრია ირაკლი ღარიბაშვილს – საუბარია იგივე საპენსიო ასაკის დაწევაზე, რომელი ინიციატივითაც გამოვდივართ ჩვენ „ნაციონალური მოძრაობა“ და ვამბობთ შემდეგს, რომ საპენსიო ასაკმა უნდა დაიწიოს და ყველასთვის გახდეს 60 წელი და 60 წელი რომ გახდება საპენსიო ასაკი, მინიმალური პენსია უნდა დაიწყოს 400 ლარიდან და არა ის, რომ 70 წლის შემდეგ გაგეზრდებათ თურმე პენსია. კონკრეტული სტატისტიკა არსებობს, სადაც საქართველოში სიცოცხლე არის შემცირებული, საშუალოდ ხანგრძლივობა არის შემცირებული, საშუალოდ 72 წელს ცხოვრობს ქართველი და ევროპაში 10 წლით უფრო მეტს ცხოვრობენ და რატომ ხდება ეს?”,

ამის შესახებ, ენმ-ის  თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.