ევროპული ინტეგრაცია რომ საქართველოს ცივილური არჩევანია, ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება. ეს საქართველომ საუკუნეების წინ გადაწყვიტა და განუხრელად მიჰყვება ამ გზას, სწორედ იმ ღირებულებებისა და ფასეულობების დაცვით, რომელთა შექმნასა და განვითარებაში საქართველოსა და ქართველი ხალხის წვლილი უდიდესია […]

დღესდღეობით, თუ ევროპული ინტეგრაცია შეფერხებულია, შეფერხებულია მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის მხრიდან, იმ მიზეზით, რომ სწორედ ისინი არ იცავენ იმ ფასეულობებსა და ღირებულებებს, რაც ქართველი ერისთვის ასე სანატრელი და სანუკვარია. თუმცა, მე იმედი მაქვს, ევროკავშირში ეს ღირებულებითი კრიზისი დაიძლევა და ჩვენს ჩვეულ რეჟიმში, ურთიერთპატივისცემით, ურთიერთსარგებლიანი ურთიერთობით გავაგრძელებთ ურთიერთთანამშრომლობას როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით, ასევე ხალხთაშორის, განათლების, კულტურის, ტურიზმის, სპორტის მიმართულებითაც.

თქვა ხალხის ძალის წევრმა, ეკა სეფაშვილმა პლენარულ სხდომაზე.