მადიარის ამბავზე ათასი რამე წავიკითხე.. ჩემი პოზიცია მინდა გასაგები იყოს „პოლიტიკოსები ხალხს არ უსმენენ“-ზე – ზურა ჯაფარიძე

“მადიარის ამბავზე ათასი რამე წავიკითხე.. ჩემი პოზიცია მინდა გასაგები იყოს „პოლიტიკოსები ხალხს არ უსმენენ“-ზე” – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურა-გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

„მადიარის ამბავზე ათასი რამე წავიკითხე, მათ შორის ბევრი სწორი და ბევრად მეტი სისულელე. მხოლოდ ერთ რამეზე მინდა პასუხის გაცემა. უფრო სწორად ჩემი პოზიცია მინდა გასაგები იყოს „პოლიტიკოსები ხალხს არ უსმენენ“-ზე, მე ვის ვუსმენ:

პირველ რიგში თუ ვინმეს ვუსმენ, ესაა ალიანსში მყოფი პოლიტიკოსები. არა იმიტომ რომ პოლიტიკოსებს ეძახიან, არც იმიტომ რომ მეტი ინფორმაცია და გამოცდილება აქვთ, არც იმიტომ რომ რაიმე განსაკუთრებული უნარები აქვთ (ეს ყველაფერი სხვადასხვა დოზით მართლა აქვს უმეტესობას). ეს ხალხი დგას ბრძოლის წინა ხაზზე. ამ ხალხს ხვდება ყველაზე მეტი ტყვია. ეს ხალხი რისკავს ყველაზე მეტად იმით, რაც ყველაზე ძვირფასი აქვთ. ეს ხალხი ვერ გატეხა და ვერ იყიდა აქამდე ბოროტმა, დაუნდობელმა, თუმცა ფულით სავსე სისტემამ. ამ ხალხს ემუქრება თავისუფლების დაკარგვა, ქვეყნიდან გადახვეწა ან უარესი. ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად გიცვლის თვალსაწიერს და ამ მომენტში ჩემთვის ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი. ყველაფერი დანარჩენი, ვის რა ხასიათი აქვს, რა წარსული აქვს, რაშია მაგარი და რაშია სუსტი, მათ შორის ვის რა დამოკიდებულება აქვს ჩემს მიმართ, არის 37-ე ხარისხოვანი ახლა და აქ.

კი, ვაშაძეს, ჩერგოს, ბოკუჩავას, ცუცქირიძეს, გვარამიას და სხვებს ვუსმენ პირველ რიგში. რომც არ ვეთანხმებოდე, დროს ვხარჯავ პირველ რიგში მათ მოსმენაზე.

შემდეგ ვუსმენ იმ ადამიანებს ვინც დღეს ციხეში ზის და მათ შორისაც პირველ რიგში პოლიტიკოსებს. ამ ადამიანებმა დათმეს ყველაზე ძვირფასი – თავისუფლება. დათმეს რაღაცისთვის, რაც ჩათვალეს, რომ უფრო მნიშვნელოვანია. ნებისმიერს ციხეში მყოფთაგან შეუძლია გამოვიდეს ხვალვე, თუ უბრალოდ თავს დაუხრის სისტემას. და აქამდე არცერთს ეს არ გაუკეთებია. ჩემთვის გაცილებით ღირებულია ასეთი ადამიანების აზრი, ვიდრე ნებისმიერი სხვის. რას ფიქრობს ლაკა, ნიკა, მიშა, ხაბე, ირაკლი ნადირაძე, თორნიკე თოშხუა ან ნებისმიერი სხვა, ნებისმიერი სინდისის პატიმარი – ამის გაგებაზე ვხარჯავ დროს.

შემდეგ ვუსმენ რუსთაველზე მყოფ ხალხს. ეს ხალხი ინახავს პროტესტის ნაკვერჩხალს, ამას აკეთებს 500 დღეზე მეტია, ქარში, წვიმაში, ყინვაში, თოვლში. საოცარი ხალხია. როცა ვახერხებ, ყოველ ჯერზე ვტკბები მათი ყურებით.

ჩვეულებრივი კარგი ფილმია ის, რაც რუსთაველზე ყოველდღე ხდება, უბრალოდ დანახვის უნარია საჭირო. არასოდეს შემპარვია ეჭვი, რომ ამ ბრძოლას მოვიგებთ, არა მხოლოდ რუსთაველზე მდგომნი, არამედ ყველა ერთად. მაგრამ ასევე არასოდეს შემპარვია ეჭვი, რომ ეს მოგება აუცილებლად დაშენდება იმაზე, რაც რუსთაველზე ხდება და იმ ხალხის ბრძოლაზე, ვინც რუსთაველზე დგას. ამიტომ ვუსმენ ამ ხალხს. და ერთი ეკა ასათიანის ან ნიკო ცეცხლაძის აზრი ბევრად ძვირფასია ჩემთვის ვიდრე იმათი, ყოველდღე რომ ეთერებიდან იმოძღვრებიან.

შემდეგ ვუსმენ იმათ ვინც მე მომყვება წლებია, მხარს მიჭერს სხვადასხვა ფორმით, გვერდში მიდგას, მათ შორის ხშირად ფიზიკურადაც. ამ წლების განმავლობაში ათასნაირი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება მომიწია, მათ შორის კონტროვერსიულებისაც. იყო ისეთები, რომლებიც დღევანდელი გადმოსახედიდან შეცდომად მიმაჩნია. ძალიან მეეჭვება მხარდამჭერებში თუნდაც ერთი იყოს ისეთი, ვისაც ყველა ჩემი გადაწყვეტილება მოსწონებია ან ისეთი ვინც თუნდაც ერთ გადაწყვეტილებას არ გამოეყვანოს წყობიდან. მაგრამ ეს ადამიანები მენდობიან, ჩემთან ერთად ცხოვრობენ ამ ერთ ცხოვრებას და ეს ნდობა ჩემთვის დასაფასებელია. ამიტომ ვუსმენ მათ. ერთი გოგა ხაჩიძის ან თეკო გოგიას აზრი უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის, ვიდრე იმათი ვისაც ცხოვრებაში არაფერზე აუღია პასუხისმგებლობა.

შემდეგ ვუსმენ უცნობ თუ ნაცნობ მოქალაქეებს, ადამიანებს რომლებიც მხვდებიან ეზოში, ქუჩაში, უბანში, რეგიონში, ტაქსიში, ყველგან სადაც სხვადასხვა დროს მიწევს ყოფნა. ყველა მელაპარაკება. ყველას ვუსმენ. ხანდახან საათობით. იშვიათი შემთხვევების გარდა, არასოდეს ვარ გაძლებაზე, რადგან მართლა მაინტერესებს რას ფიქრობენ, რას განიცდიან, რისი იმედი აქვთ, რა აქვთ ჩემთვის სათქმელი. სისულელეების მოსმენაც მიწევს ცხადია, მაგრამ მიღირს ამაში დროის ხარჯვა. სინამდვილეში ამ ხალხისგან და მათი მოსმენიდან ვიცი რომ მოვიგებთ. აქ მთავრდება ჩემი „ხალხის მოსმენა“. მეტი არც დრო მაქვს და არც სხვა ვინმეს მოსმენის ინტერესი“,- წერს ზურა-გირჩი ჯაფარიძე.

როგორც ის აღნიშნავს, მხოლოდ მონდომებაა საჭირო.

„მემკვიდრეობით არავის გვრგებია ეს არჩევანი. არავისზე მეტი არ მომეთხოვება. საერთოდ არაფერი მომეთხოვება. „მომეთხოვება“-ს გამო არასოდეს გამიკეთებია არაფერი“- წერს ჯაფარიძე „ფეისბუქზე“.

პოპულარული

უკრაინა პატარკაციშვილის ოჯახის კუთვნილი წყლის კომპანიის წილის ჩამორთმევას ცდილობს–ნახეთ დავის დეტალები

ბრიტანული გამოცემა the guardian სტატიას აქვეყნებს ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის...

რას მალავს „ოცნება“ ჩორჩანას საგუშაგოზე

შესაძლოა ხელისუფლება მზადაა ჩაიდინოს მძიმე ღალატი და ქართული მიწები...

შეიძლება ღარიბაშვილი დუმილით წავიდა ციხეში, მაგრამ ფარულად აგრძელებდეს შეთქმულების მომზადებას, არ არის გამორიცხული – გედევან ფოფხაძე

"შეიძლება ღარიბაშვილი დუმილით წავიდა ციხეში, მაგრამ ფარულად აგრძელებდეს შეთქმულების...

ნატომ პირველად ჩაატარა სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე

ნატოს ქვეყნებმა ალიანსის ისტორიაში პირველად ჩაატარეს სამხედრო წვრთნები აშშ-ის...

თბილისში, სამალავიდან, ნახევარ კგ-ზე მეტი კოკაინი ამოვიღეთ – შსს

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოსა და დეტექტივების...

სამწუხაროა, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი დავიდა კონკრეტული შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე – კობახიძე ღარიბაშვილზე

ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის...

აშშ-ში საქართველოს მოქალაქეს $1.3 მილიარდიან ჯანდაცვის თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში ბრალი წაუყენეს

ბოსტონის ფედერალურმა ნაფიც მსაჯულთა კოლეგიამ საქართველოს 33 წლის მოქალაქეს,...

“შეინახეთ მოპარული ფული, ახლო მომავალში დემოკრატიული მთავრობისთვის გადასაცემად” – სააკაშვილი “ოცნების” წევრებს

"შეინახეთ მოპარული ფული, სულ ახლო მომავალში დემოკრატიული მთავრობისთვის გადასაცემად"...

ყველა ამბავი

“ფეხები არ მოჭამონ გიორგი ბარამიძეს და “ნაციონალურ მოძრაობას” ამ დაკავებებით” – ანა წითლიძე

"ფეხები არ მოჭამონ გიორგი ბარამიძეს და "ნაციონალურ მოძრაობას" ამ დაკავებებით იმიტომ, რომ ვერც გიორგი ბარამიძეს და ვერც "ნაციონალურ მოძრაობას"...

მსოფლიო რეკორდი დავამყარეთ, თავდაცვის მეხუთე მინისტრი გვიზის ციხეში – ვახტანგ კაპანაძე

"მსოფლიო რეკორდი დავამყარეთ, თავდაცვის მეხუთე მინისტრი გვიზის ციხეში" - განაცხადა ამის შესახებ, გენერალ-მაიორმა და გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა ვახტანგ...

გიორგი ბარამიძე დაკავებულია სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით – ამირან გულუაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით არის დაკავებული - ამის შესახებ გენერალური პროკურორის მოადგილემ,...

ოქრუაშვილი ციხეშია, ელისაშვილი ციხეშია, ბარამიძე იყო მხოლოდ გარეთ, ვისზედაც რუსეთს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული – ჯეჯელავა

"ირაკლი ოქრუაშვილი ციხეშია, ალეკო ელისაშვილი ციხეშია, მგონი გია ბარამიძე იყო პოლიტიკოსებს შორის მხოლოდ გარეთ, ვისზედაც რუსეთს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული...

“მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის” – გიორგი ბარამიძე საკუთარ სახლში დააკავეს

ნაციონალური მოძრაობის წევრი, გია ბარამიძე, დააკავეს. ამ ეტაპზე უცნობია, ბარამიძის დაკავება უკავშირდება თუ არა პროკურატურის მიერ მის წინააღმდეგ "სამშობლოს...

პარტიების აკრძალვა ჩვენი საარჩევნო დაპირებაა და ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ: პაპუაშვილი

ოპოზიციური პარტიების აკრძალვა არის საარჩევნო დაპირება და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სარჩელს ბოლომდე მივიყვანთ - ამის შესახებ შალვა...

რუსების ტყვეობაში მყოფმა უკრაინელმა ჟურნალისტმა ფსბ-ს საიდუმლო საწამებლები ამხილა

რუსეთის ტყვეობაში მყოფმა 64 წლის უკრაინელმა ჟურნალისტმა, ირინა ლევჩენკომ, სასამართლო დარბაზში ჩვენების მიცემისას რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ფსბ) მხრიდან...

ჰუსიტებმა ბალისტიკური რაკეტის ასაწყობად ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს

იემენში მოქმედა პრო-ირანულმა დაჯგუფებამ ხელოვნური ინტელექტის მოდელი Claude ბალისტიკური რაკეტის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის დასაწერად გამოიყენა. ინფორმაციას  Financial Times-ი ავრცელებს.  ამერიკულმა...

პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურია

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურია - ამის შესახებ "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.„ჯერ იყო ჩინეთი, ახლა ჩინეთს მიაყოლეს...

მოსამართლე ხუჭუამ ფეისბუქზე დაწერილი კომენტარის გამო დაწყებული საქმე შეწყვიტა

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ, მოქალაქის მიმართ ფეისბუქზე დაწერილი კომენტარის გამო დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყვიტა.ხუჭუამ განაცხადა,...

კომერციული მოსყიდვისა და ყალბი რეცეპტის გაცემის ბრალდებებით 3 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, თელავსა და მცხეთა-მთიანეთში, კომერციული მოსყიდვის ბრალდებით, 2 საჯარო მოხელე დააკავეს - კერძოდ, თელავიის მერიისა...

საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო! – მეუფე გიორგი ჯამდელიანი

საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო!, - ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, გიორგი...