“თუ ვინმე საქართველოს არჩევნებში ჩარევას ცდილობს, ასეთი განცხადებების გამკეთებლები არიან. ამ განცხადებების მიზანია, რომ რამენაირად ოპოზიციის რეანიმირება მოახდინონ. გამჭვირვალეობის კანონი საბაბად არის მოყვანილი, რომელსაც ევროპაში “რუსული” დაარქვეს. ეს კანონი [უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ] რომც არ ყოფილიყო, საქართველოს მოლაპარაკებებს არავინ გაუხსნიდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა კვლევა აჩვენებს, რომ საქართველო წამყვანი სახელმწიფოა კანდიდატ ქვეყნებს შორის, მოლაპარაკებას არ გახსნიდნენ, რადგან საბოლოოდ ეს იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციას შეიძლება არჩევნებზე მინიმალური შედეგიც ვერ მიეღო. ამიტომ, რაღაცნაირად ცდილობენ, რომ არჩევნებზე ხელისუფლება დააზიანონ და ოპოზიციას შანსი გაუზარდონ. რაც შეეხება დახმარებებს, ეს არის სესხი, რისი აღებაც ქვეყანას ყველგან შეუძლია. ამ მცირე ამოცანების გამო ქვეყნებს შორის ათწლეულებისას ჩამოყალიბებული ურთიერთობები ეწირება. არჩევნების შემდეგ ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება, მაგრამ

მაინც ხინჯი რჩება საზოგადოების აღქმაში. მსოფლიო პოლიტიკას ვარდისფერი სათვალით არ უნდა ვუყუროთ, ხშირად პარტნიორებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა რიგ საკითხებზე. ჩვენ ევროინტეგრაციის მიზნებს არ ვცვლით, მაგრამ ამ ეტაპზე, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და საუკეთესო მიზნებისთვის პოზიციები გაგვაჩნია, რაც ზოგიერთი გლობალური მოთამაშის ინტერესებში არ შედის”,

ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის განცხადებას.