განაჩენი გამოიტანეს, EU-ს მიერ მიერ არაერთხელ გამოთქმული მოწოდებების ფონზე, რომ მოხდეს სასამართლო ხელისუფლების რეფორმირება – ჰარცელი გვარამიაზე

განაჩენი გამოიტანეს, EU-ს მიერ მიერ არაერთხელ გამოთქმული მოწოდებების ფონზე, რომ მოხდეს სასამართლო ხელისუფლების რეფორმირება – ასე ეხმაურება, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარმაიას დაკავებას.

“დღეს, საქართველოში მთავარი ოპოზიციურად განწყობილი ტელეარხის გენერალურ დირექტორს (და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს), ნიკა გვარამიას, 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სისხლის სამართლის კოდექსის 220–ე მუხლის საფუძველზე.

ევროკავშირი კომენტარს არ აკეთებს ინდივიდუალური საქმეების შემადგენლობასა თუ სასამართლო განაჩენების შესახებ, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით შეკითხვები დაისვა სახალხო დამცველის მიერ 2019 წლის 4 ნოემბერს გამოქვეყნებულ სასამართლოს მეგობრის (amicus curae) მოსაზრებაში.

სასამართლომ ეს განაჩენი გამოიტანა ევროკავშირის მიერ არაერთხელ გამოთქმული მოწოდებების ფონზე, რომ მოხდეს სასამართლო ხელისუფლების რეფორმირება მის მიმართ ნდობისა განმტკიცებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით – ეს საქართველოს ხელისუფლების დიდი ხნის წინ აღებული ვალდებულებაა, რომელიც ევროკავშირი–საქართველოს ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული.

ევროკავშირი ამ საკითხს საქართველოში მედია პლურალიზმზე გავლენის კუთხითაც განიხილავს”,- აცხადებს ევროკავშირის ელჩი.