გახარიამ არ აიღო პასუხისმგებლობა სისხლისღვრაზე, ეს გამარჯვებაა – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გახარიას გადადგომას ეხმიანება და მას ქართველი ხალხის გამარჯვებად აფასებს.

“დღეს საქართველოში უზურპატორი მთავრობის პრემიერმინისტრი გადადგა, იმიტომ რომ არ მოისურვა საკუთარ თავზე აეღო ივანიშვილის ბრძანების შესრულების პასუხისმგებლობა სისხლისღვრაზე და ხალხის მასობრივ დარბევაზე. ეს არის მართლაც დიდი გამარჯვება ოპოზიციური ერთობის, ნიკა მელიასი და ქართველი ხალხის. ახლა მნიშვნელოვანია, რომ გავაფართოვოთ ეს ერთობა, იმიტომ რომ მთავარი მოთხოვნა ოპოზიციური ერთობის და ქართველი ხალხის არის რიგგარეშე არჩევნები”,– თქვა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ყველა ქვეყანაში ასეთ შემთხევევაში ჩატარდებოდა რიგგარეშე არჩევნები