გახარიას პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დააკავონ

საქართველოს ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიაში “საქართველოსთვის” არ გამორიცხავენ რომ, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დააკავონ. ამის შესახებ, პარტიის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“როგორც ჩანს, მმართველი პარტიისთვის დღეს მთავარი პრიორიტეტია ძალაუფლების შენარჩუნება, შესაბამისად, არ გამოვრიცხავთ არაფერს, მათ შორის ბუტა რობაქიძის საქმეზე, საერთაშორისო სასამართლოს მიერ დაზარალებულად მიჩნეული ჩვენი მხარდამჭერი ბართაია ციხეშია, არაფერია გამორიცხული“, – აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი არ გამორიცხავს, რომ  ფარული ჩანაწერები სუს-დან გიორგი გახარიას და ალექსანდრე ხოჯევანიშვილს გაეტანა, რომელიც „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მნიშვნელოვან დანაყოფებს კურირებდა.