გვარამია პრეზიდენტის მიმართ ბილწსიტყვაობდა, არ უნდა შეიწყალოს – კობახიძე

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია საქართველოს პრეზიდენტის მიმართ “ბილწსიტყვაობით გამოირჩეოდა”.

მისი აზრით, თუ ამის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი მას შეიწყალებს, გამოდის, რომ ის არ დაიცვას პრეზიდენტის ინსტიტუტს.

“როდესაც გვარამია ბილწსიტყვაობს პრეზიდენტის მიმართ, ეს არ არის ბილწსიტყვაობა სალომე ზურაბიშვილის მიმართ, ეს არის ბილწსიტყვაობა პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ. თუ ასეთ პირობებში სალომე ზურაბიშვილი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რასაც ჰქვია შეწყალება, გამოდის, რომ ის არ იცავს პრეზიდენტის ინსტიტუტს.

მე დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს, ის უნდა გაუფრთხილდეს პრეზიდენტის ინსტიტუტს. მის მიმართ ბილწსიტყვაობა არის პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ ბილწსიტყვაობა და ამის გატარება უბრალოდ არ შეიძლება, ასეთ შემთხვევაში ჩვენ უბრალოდ ჩამოგვეშლება სახელმწიფო ინსტიტუტები”,– განაცხადა კობახიძემ ბრიფინგზე.