გვაქვს ინფორმაცია, რომ 3 პარტიიდან 7 ოპოზიციონერი პარლამენტში შედის – გვარამია

ნიკა გვარამიას ინფორმაციით, 3 პარტიიდან 7 ოპოზიციონერი პარლამენტში შესვლას აპირებს. მისი თქმით, მთავარი არხი ამ ინფორმაციას გაასაჯაროვებს.

“ოპოზიცია ნაზი ყვავილი არ არის, რომ მისთვის კრიტიკული შეკითხვების დასმა არ შეიძლებოდეს. მით უმეტეს, ამ ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით. არავის არ ვაგინებთ, გვაქვს ინფორმაცია ერთდროულად და იდენტური ქართული ოცნებიდან და ოპოზიციიდან, რომ 7 ოპოზიციონერი სამი პარტიიდან აპირებს პარლამენტში შესვლას. ყოველგვარი ისტერიკის გარეშე, ვცდილობთ ამ ინფორმაციის გადამოწმებას. არ ვაპირებთ ამ უმნიშვნელოვანესი ფაქტის დამალვას.

გვეყო, რაც (შეცდომით) ვმალეთ შიდაოპოზიციური და ოცნებასთან მოლაპარაკებების დეტალები თითქმის ერთი თვის მანძილზე. ჩვენ სახალხო მედია ვართ და ვმუშაობთ ხალხისთვის და არა ვიღაცის ნამუსის შესანახად ან აბსურუდლი კონსპირაციების ხელშეწყობისთვის. მოკლედ, შვიდივესთან პირადად ვამოწმებთ ინფორმაციას და შემდეგ გამოშვებაში ჩამოვთვლით შვიდივეს და მათ პასუხებს: “არ შევდივარ” ან “ამიტომ და ამიტომ შევდივარ”, ან “კომენტარი არ გააკეთა”, რაც ასევე პასუხია. არაა საჭირო დამუნათება, ნამუსზე შეგდება და ისტერიკები. არ მუშაობს”,– წერს გვარამია.

ის სტრატეგია აღმაშენებლის ბლოკის წევრის, თაკო ჩარკვიანის საჯარო პოსტზე წერს, რომ 7 ოპიზიციონერიდან ერთ–ერთი გიორგი ვაშაძეა. თავად ვაშაძეს ამ საკითხზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია, ამიტომ ინფორმაცია დადასტურებული არ არის.